ჰილარი კლინტონი ოფიციალურიი ვიზიტით ანკარაში ჩავიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაეპ ერდოღანთან და პრეზიდენტ აბდულა გიულისთან სირიაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების საკითხს განიხილავს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მხარეები შეეხებიან პოლიტიკურ ნიადაგზე გახლეჩილი სირიის ოპოზიციის მხარდაჭერის საკითხს და ბაშარ ასადის წასვლის შემდეგ დამასკოს პოტენციური განვითარების გზებს.
თურქეთი ამ დროისთვის დახმარებას უწევს 50 ათას სირიელ დევნილს. მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში კლინტონი დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის შესახებ გააკეთებს განცხადებას.