პუტინი ამ სკანდალური განცხადებით აღიარებს, რომ ოსი შენაერთები იწვრთნებოდა მათი სამხედრო ძალების მიერ, - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ვლადიმერ პუტინის აღიარებას, რომ ის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას ამზადებდა.
"პუტინი ამ სკანდალური განცხადებით აღიარებს იმას, რომ ოსი შენაერთები იწვრთნებოდა მათი სამხედრო ძალების მიერ. ეს იყო მაშინ არსებული ყველა ხელშეკრულების დარღვევა. ამით პუტინმა აღიარა, რომ შეთანხმებები ირღვეოდა. ამაში ახალი არაფერია, ამას ჩვენ ისედაც ვამბობდით უბრალოდ დღეს ეს განცხადება ხმამაღლა თავად რუსეთის პირველმა პირმა გააკეთა." - აცხადებს კაპანაძე.