კომპანია "რუსეთის ვერტმფრენებმა" ვერტმფრენმზიდ "მისტრალისათვის" პირველი ვერტმფრენების "კა-52კ"-ს დამზადება დაიწყო. განცხადება ამის შესახებ კომპანიის პრესმდივანმა რომან კირილოვმა გააკეთა.
ზუსტი ციფრი იმისა, თუ რამდენი ვერტმფრენი გაკეთდება სულ არ სახელდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს თავდაცვის სამინისტროს ინტერესებშია. კირილოვის თქმით, შემოწმებას აფრენა-დაფრენაში ვერტმფრენები "ადმირაკ კუზნეცოვზე" გაივლიან.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოთხი "მისტრალიდან" თითოეულზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში იქნება ოთხი "კა-52კ" და რვა სატრანსპორტო-საბრძოლო "კა-29" იქნება.
საფრანგეთმა და რუსეთმა "მისტრალები" შესყიდვის შესახებ შეთანხმებას ხელი 2011 წლის ივნისში მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით ორი ვერტმფრენი საფრანგეთში ორი კი რუსეთში აიგება.
საფრანგეთში პირველი "მისტრალის" მშენებლობა 2012 წლის 1 თებერვალს დაიწყო, რუსეთში კი 1 აგვისტოს. სავარაუდოდ, პირველი "მისტრალის" მშენებლობა 2014 წელს უნდა დასრულდეს, მეორის კი 2015 წელს.