ქართულ-ოსური, ისევე როგორც ქართულ-აფხაზური კონფლიქტები უკვე აღარ არსებობს, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი "იტარ-ტასისათვის" მიცემულ ინტერვიუში.
"ქართულ-ოსური ისევე როგორც ქართულ-აფხაზური კონფლიქტები უკვე აღარ არსებობს. ამ კონფლიქტებზე საუბარი 2008 წლის აგვისტომდე შეიძლებოდა. სამწუხაროდ, მცდელობები ამ კონფლიქტების დარეგულირებისა, რომელთაც მიმართავდნენ რუსეთი და საერთაშორისო საზოგადოება მრავალი წლის განმავლობაში 2008 წლის აგვისტოში გადაიხაზა, როდესაც ქართულმა მხარემ, ყველა საერთაშორისო ნორმების დარღვევით სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მცხოვრებლებზე და სამშვიდობოებზე შეიარაღებული თავდასხმა მოახდინა",_ აცხადებს კარასნი და აღნიშნავს, რომ შედეგად მშვიდობიანი პოლიტიკური დარეგულირების ფორმატი განადგურდა ხოლო კონფლიქტებმა საქართველოში თავისი საბოლოო გადაწყვეტა ჰპოვა და საერთაშორისო სამართლის ორი სუბიექტი რესპუბლიკები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოიქმნა.