"აქცია განსაკუთრებულია, იმით, რომ პირველი აქციაა მას შემდეგ, რაც არჩევნების თარიღი გამოცხადდა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ბათუმში კოლიციის მიერ დაგეგმილი აქციის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ აქციაზე მთავარი სიტყვით ბიძინა ივანიშვილი გამოვა.
,,აქცია განსაკუთრებულია, იმით, რომ პირველი აქციაა მას შემდეგ, რაც არჩევნების თარიღი გამოცხადდა. იქნებიან ადგილობრივი გამომსვლელები, რასაკვირველია, მთავარი სიტყვა ექნება კოალიციის ლიდერს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. იქნება მუსიკალური გაფორმება, ოდნავ განსხვავებული, რაც აქამდე გვინახავს", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების" აქცია ბათუმში შვიდ საათზე გაიმართება.