აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგმა საქართველოში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის ფიცი ჩაიბარა. ფიცის დადების ცერემონიისას წარმოთქმული რიჩარდ ნორლანდის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ.
უფრო მეტად საკვირველია, რომ ვბრუნდები ქვეყანაში, რომელიც პრაქტიკულად ფერფლიდან აღდგა, - განაცხადა აშშ-ის ელმა, რიჩარდ ნორლანდიმ ფიცის დადების ცერემონიალზე წარმოთქმული სიტყვაში. მისი თქმით, ის ბრუნდება სიცოცხლით სავსე, ახალგაზრდა დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, რომელსაც ბევრი ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევა ელოდება, მაგრამ მის მრავალფეროვან და დინამიურ ხალხს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, წინ იაროს.
"ამჯერად ვბრუნდები მერისთან ერთად, რომელიც ჩემი ქაბულში ყოფნისას „წარმოსახვით ქმარს" მიწოდებდა. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც მას [საქართველოში] ადრე ნანახ ადგილებს ვაჩვენებ: 2000 წელზე მეტი ხნის ძველ დედაქალაქ მცხეთას, განცალკევებით მდგარ ეკლესიებს, რომელიც მთიან პეიზაჟებს ამშვენებს. მინდა, რომელიმე ეკლესიაში მერის მომაკვდავი დედის სახელზე სანთელი დავანთო. იქნებ სამხრეთ ოსეთის რეგიონის ერთ მთიან სოფელშიც ჩავიდეთ. მახსოვს, იმ სოფელში გაუტეხელ მოხუც ქალს შევხვდი, რომელსაც თავი მიწის მცირე ნაკვეთის დამუშავებით გაჰქონდა", - განაცხადა ნორლანდმა.