30 იანვარს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის # 258 აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური საკონსტიტუციო კომისიის გაფართოებული სხდომა, რომელსაც დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული 7 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები.
გაიმართება დისკუსია საქართველოში სახელმწიფო მმართველობის მოდელთან დაკავშირებით.