"ჩვენი საუკეთესო შედეგი 3/4 იქნება, საშუალო შედეგი 2/3, ხოლო ჩვენი ყველაზე უარესი, ყველაზე განწირული შედეგი 40%", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ირმა ინაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში საპარლამენტო არჩევნების შედეგების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის კოალიცია ,ქართული ოცნების" 40%-იანი მაჩვენებელიც კი დამანგრეველი იქნება.
ჩვენი საუკეთესო შედეგი საპარლამენტო არჩევნებზე 3/4 იქნება, საშუალო შედეგი 2/3, ხოლო ჩვენი ყველაზე უარესი, ყველაზე განწირული შედეგი ვთქვათ მოხდა ისეთი უბედურება, რაც არ გაგვითვლია და ყველაფერი უარესად განვითარდა 40% იქნება. ამათთვის 40%-იანი შედეგიც კი ერთი წლის განმავლობაში დამანგრეველია. ჩვენი ყველაზე უარესი შედეგიც მათთვის გამანადგურებელი იქნება", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.