ივლისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,9 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები
და ტრანსპორტი.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები შემცირდა 1,8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ივლისის თვის ინფლაციაში -0,53 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (18,2 პროცენტი); ბოსტნეულის, ბაღჩეულის, კარტოფილისა და სხვა ბოლქვოვანების ქვეჯგუფზე (4,0 პროცენტი); რძე, ყველი და კვერცხის ქვეჯგუფზე (1,4 პროცენტი).
ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 1,9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,25 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (4,1 პროცენტი).