სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს 12 რეგიონში გახსნილი ფერმერთა მომსახურების ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს. 6 რეგიონში არსებულ მომსახურების ცენტრში ამოქმედდა ექსტენციის ცენტრები, სადაც მოსახლეობას შეუძლია მიიღოს კვალიფიციური აგრონომის, ვეტერინარის კონსულტაცია და სხვადასხვა ლაბორატორიული მომსახურება. ადგილზე გახსნილია ,,აგრო გეო +" - ის მაღაზიებიც, სადაც შესაძლებელია ხარისხიანი სასუქისა და შხამ-ქიმიკატების შეძენა. ივლისის მონაცემებით ფერმერთა მომსახურების ცენტრში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ქვეყნის მასშტაბით აგროტექნიკური სამუშაოები შესრულდა 7438,5 ჰა მიწის ფართობზე. (აბაშა 242 ჰა, ზესტაფონი - 159,4 ჰა, სამტრედია - 103 ჰა, გურჯაანი - 1499 ჰა, დედოფლისწყარო - 2333 ჰა, კასპი - 1025 ჰა, ამბროლაური - 5,1 ჰა, ახალციხე - 37 ჰა, ბოლნისი - 506 ჰა, მარნეული - 754 ჰა, ქარელი - 775 ჰა.) ივლისის თვეში ,,აგრეო გეო +" - ის მაღაზიების მომსახურებით 1486 ადგილობრივმა მცირე და საშუალო ფერმერმა ისარგებლა. ( ზესტაფონი -257, სამტრედია - 143, აბაშა - 78, ოზურგეთი - 320, კასპი - 170, ქარელი -68, გურჯაანი - 129, დედოფლისწყარო -6, ამბროლაური - 315 )