აფხაზეთის მთავრობისა და ფონდ FINSOL-"ის ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები, დღეს გვიან ღამით, ესპანეთში დასასვენებლად გაემგზავრებიან. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი დევნილი ბავშვები კერძო ოჯახებსა და საზაფხულო ბანაკებში იცხოვრებენ.
პროექტი, "ბავშვთა ინტეგრაცია და სოლიდარობა"-ს ფარგლებში, დევნილი ბავშვებისათვის სხავასხა სახის ღონისძიებების გამართვა იგეგმება, რომლის მიზანია მოზარდების ინტეგრაცია საზოგადოებასთან და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.
27-მდე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდი მარჩენალ დაკარგული და მრავალშვილიანი ოჯახებიდან შეირჩა. შვიდი მათგანი დღეს გვიან ღამით 04:00 საათზე, ხოლო 20 დევნილი მოზარდი, 2 აგვისტოს გაემგზავრება. აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ესპანეთიდან 31 აგვისტოს დაბრუნდებიან.