"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა საქართველოს კათალიკოს პატარიარქს ილია II ანგელოზის დღე მისი მშობლიური ყაზბეგიდან მიულოცეს.
გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი სადღესასწაულო წირვას სტეფანწიმნდაში ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში დაესწრნენ. წირვის დასრულების შემდეგ მოძრაობის ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობას, დამსვენებლებსა და მრევლს გაესაუბრნენ.
"ყაზბეგიდან ვულოცავთ ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს ანგელოზის დღეს. 35 წელია, რაც პატრიარქი უმძიმესს ჯვარს ღირსეულად ატარებს. ღმერთმა შეისმინოს მისი ლოცვა და მალე გვენახოს მშვიდობიანი და ერთიანი საქართველო" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.