"ქართული ოცნება" ხელისუფლებას სპორტსმენების ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა ხელისუფლება სპორტსმენებს საკუთარ და ,,ქართული ოცნების" მომხრეებად ჰყოფს.
,,სპორტსმენბი ამ ხელისუფლების მხრიდან იყოფიან საკუთარ და ,,ქართული ოცნების' მომხრე სპორტსმენებად. Aამ ხელისუფლებას არ აინტერესებს, არც სპორტის განვითარება, არც ოლიმპიური მედალი და არც საქართველოს წარმატება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ფანჯიკიძემ.
მია ფანჯიკიძემ ყურადღება ოლიმპიადაში მონაწილე ბეთქილ შუკვანზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციამ მას სათანადო ყურადღება მხოლოდ იმის გამო არ მიაქცია, რომ ის ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერია. Mმისივე თქმით, სპორტსმენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე ახორციელებდა.
,,იგი აპირებდა ოქროს მედალი, რომელსაც ოლიმპიადაზე მოიპოვებდა ქართული ოცნებისთვის მიეძღვნა.Eეს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო და აპირებდა ასეთი ჟესტის გაკეთებას. ჯერ კიდევ თვითმფრინავში მინისტრ ვარძელაშვილის მოადგილემ გია უდესიანმა უცენზურო სიტყვებით მიმართა და არ მოიწონა შუკვანის მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების" მიმართ და ურჩია არ გამოეხატა სიმპატიები ამ პოლიტიკური პარტიის მიმართ და არ გაჰკარებოდა ვინც ,,ქართულ ოცნებასთანაა" დაკავშირებული", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ მინისტრის მოადგილის მხრიდან სპორტსმენზე ასეთის სახის ზეწოლა შეჯიბრის დღეებშიც გრძელდებოდა.
მაია ფანჯიკიძის თქმით, ზეწოლისა და ტრამვის მიუხედავად შუკვანმა პირველი შეჯიბრება მოიგო. ხოლო მეორე შეჯიბრებისას როცა თითიდან სისხლი წამოუვიდა და შეხვედრის დასრულებამდე ათი წამი იყო დარჩენილი, რაც იმის ნიშანია, რომ მსაჯმა უნდა შეჯიბრი შეწყვიტოს. მსაჯმა შეხვედრა არ შეწყვიტა რის შემდეგაც შუკვანმა მსაჯების უკანონო გადაწყვეტილებაზე საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს სთხოვა რეაგირება მოეხდინათ, თუმცა იგი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალეს", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ შუკვანი საქართველოში თავისი მეგობრის დახმარებით დაბრუნდა.