დღეს, 2 აგვისტოს, 18 საათზე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კველვის ფონდში გაიმართება `პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის~ დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონია.
`პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა~ არის ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ახორციელებს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გაიარეს 7-თვიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავდა პოლიტიკის ანალიზის, პოლიტიკური სოციოლოგიის, პოლიტიკური იდეოლოგიების, ეროვნული უსაფრთხოების, საქართველოს ეკონომიკის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიების და სხვა სასწავლო კურსებს.
პროექტი წარმატებით დაასრულა 18 პოლიტიკური პარტიის 30-მა წარმომადგენელმა.
პროექტის დახურვის ცერემონიაზე მოწვეული არიან საქართველოს პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები და წარმომადგენლები. ცერემონიაზე სიტყვით გამოვა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მმართველობისა და დემოკრატიის ოფისის განყოფილების უფროსი სიუზან ქოული, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი საქართველოში ანდრეა კირბსი, ასევე _ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები.