4 აგვისტოს ქალაქ მირგოროდში გაიმართება დიდი ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის ხსოვნის 220 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებანი. კულტურული ღონისძიება ეძღვნება პოეტის ხსოვნას, მის შემოქმედებას და მოღვაწეობას. დაგეგმილია:
1. დავით გურამიშვილის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ფასადზე მემორიალური დაფის გასხსნა (უკრაინულ და ქართულ ენებზე);
2. ქართველი ფოტოგრაფის შალვა ლონდარიძის ფოტოგამოფენა;
3. სამოქალაქო პანაშვიდი დავით გურამიშვილის საფლავზე;
4. კონცერტი მირგოროდის ცენტრალურ მოედანზე 19 საათზე, რომელშიც ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების საპატიო სტუმრები საქართველოდან არიან საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მართვე" (ქ. თბილისი) და „ცოტნე დადიანის დარბაზის" გუნდი (ქ. ზუგდიდი).
ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებათა წარმომადგენლები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელისა" და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიას" პრეზიდენტი ბესიკ შამუგია, ქართველი და უკრაინელი მწერლები, ქალაქ მირგოროდისა და პოლტავის რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებათა წარმომადგენლები.
ღონისძიების ორგანიზატორებია: სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია", ქალაქ მირგოროდის დავით გურამიშვილის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი. მხარს უჭერს საქართველოს საელჩო უკრაინაში და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.