ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეიდან იმ ორგანიზაციების განაცხადების მიღებას იწყებს, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესსა და 1-ელ ოქტომბერს ხმის მიცემის პროცედურას დააკვირდებიან.
დღეიდან 21 სექტემბრამდე ცესკო-ში განაცხადების შეტანა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლებათ.
რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ განცხადების შეტანის უფლება 24 სექტემბრამდე აქვთ.
ორგანიზაცია, რომელიც საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების სურვილს გამოთქვამს, ერთი წლით ადრე მაინც უნდა იყოს დარეგისტრირებული.