მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ გამგეობის წევრმა შოთა ბურჯანაძემ ქუთაისში პრესკონფერენცია გამართა და ე. წ. ~სატრაქტოროს~ შენობაში შესახლებული დევნილების მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებზე გაამახვილა ყურადღება.
~მიუხედავად იმისა, რომ შენობა ახლახან გარემონტდა, უკვე სავალალო მდგომარეობაშია. ფანჯრებიდან ქარი და წვიმის წყალი აღწევს ოთახებში. დაიბზარა კედლები, თითქმის ყველა ოთახში დაზიანებულია სანტექნიკა~, _ აცხადებს მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს დანაპირები, რომელიც დევნილებს ~სატარაქტოროს~ შენობაში გადასვლის წინ მისცა. დევნილებს, კერძოდ, ავეჯით უზრუნველყოფა და ავტოფარეხებისთვის მიწის გამოყოფა.
~ეს დაპირება სიცრუე აღმოჩნდა. ავეჯი არც ერთ ოჯახს არ მიუღია, ხოლო შენობის ირგვლივ არსებული მიწა სხვადასხვა საწარმოზე აღმოჩნდა გაყიდული~, _ აცხადებს ბურჯანაძე.
~ეს შენობა სახლის მხოლოდ ბუტაფორიაა და იქ ცხოვრება შეუძლებელია. მასში შესახლების შემდეგ, დევნილები ადრინდელზე უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ~, _ დასძენს მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.