"ჩვენ ქართული პოლიტიკის ჯვაროსნები ვართ და უკან დასახევი გზა არ გვაქვს იმიტომ რომ ჩვეს უკან საქართველოა". Gგანაცხადა გიორგი ახვლედიანმა გურჯაანში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე
გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მის გუნდს სურს შექმნას ისეთი "ქრისტიან-დემოკრატიული" საქართველო, სადაც შვილებს ექნებათ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება, მშობლების დასაქმებულები იქნებიან, ხოლო პენსიონერები, მოხუცები და ხანდაზმულები კი - დაფასებულები.
Mსიტყვით გამოსვლისას მან ასევე ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების ქრისიტან-დემორკატიულ ხედვაზე და აღნიშნა რომ ხელისუფლებას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს თუ რას ნიშნავს სოფლის მეურნეობა, გლეხის შრომა, თუ რა ჯდება ერთი ჰექტარი მიწის დამუშავება, როდესაც სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას კონპენსაციის სახით მხოლოდ 1500 ლარს სთავაზობს. ახვლედიანის თქმით ხელისუფლება არაადეკვატურია და მისი ქმედება მხოლოდ ვალის მოხდის მიზნით ხორციელდება. ქდმ-ს ერთ-ერთი ლიდერი თქმით კონპენსაციები ხუთიათასიდან ათიათას ლარამდე უნდა გაიხარდოს.
"ოთხი წელია ერთად ვდგავართ, ვძლიერდებით და დღეს თუ ვინმეს ქოდნა სურვილი ენახა ჩვენი ძლიერება შემოგხედოთ თქვენ და დარწმუნდნენ რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ . ჩვენ ქართული პოლიტიკის ჯვაროსნები ვართ და უკან დასახევი გზა არ გვაქვს იმიტომ რომ ჩვენს უკას საქართველოა" განაცხადა გიორგი ახვლედიანმა