აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 1-ელ ოქტომბერს დაინიშნა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ დღესაც ვიტოვებთ იმედს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა შეუერთდაება და ხელს მოაწერს აღნიშნულ დოკუმენტს. დოკუმნეტს, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით ფართო კონსენსუსის შედეგად იქნა მიღებული. სწორედ ამ სულისკვეთების გათვლისწინებით დღეს გვინდა გაცნობოთ, რომ არჩევნები დაინიშნა და ის 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდება. ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2012 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთი დასტური იქნება ქართული დემოკრატიის სიმწიფისა და სიცოცხლისუნარიანობის, გადაიდგმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ჩვენი სახელმწიფოებრიოების შემდეგომი განმტკიცების გზაზე. აქვე საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის ამ მნიშვნელოვან პროცესში", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.