საქართველოს პრეზიდენტი ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანგალძემ განაცხდა და აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები სამაგალითო იქნება.
,,საქართველოს პრეზიდენტი ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ამ მნიშვნელოვან პროცესში", _ განაცხადა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ მიხელ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
,,პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ 2012 წლის არჩევნები დასტური იქნება ქართული დემოკრატიის პრინციპისთვის და გადაიდგმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ჩვენი სახელმწიფოებრიობის გამტკიცების გზაზე", _ განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.