სამთავრობო პროგრამის, "მეტი სარგებელი ხალხს" დეტალებს მოსახლეობას მინისტრები გააცნობენ. როგორც დღეს მთვარობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ ამ პროგრამისგან ხალხი მეტ სარგებელს იგრძნობს და საჭიროა რომ საზოგადოებამ ამ პროგრამის შესახებ უფრო მეტი შეიტყოს.
"ჩვენი სამთავრობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დასაქმების პრობლემის მოგვარებას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, უნდა გავაცნოთ იმ ხალხს, რომელთაც მეტი სიკეთე უნდა მიიღონ ჩვენგან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხმა მეტი სარგებელი იგრძნოს ამ მთავრობისგან. ამიტომ ჩვენ უკვე გვაქვს გეგმა, თუ რომელი მინისტრი რომელ რაიონში წავა და ვის შეხვდება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიგოთ ის რეალური პრობლემები, რომელიც აწუხებს ხალხს რაიონებში", - განაცხადა მერაბიშვილმა.