აჭარაში ტურისტების რაოდენობა 34.3%-ითაა გაზრდილი. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განუცხადეს, იანვარ-ივლისში აჭარაში სულ 899 ათას 934 ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 34.3%-ით მეტია, ხოლო 2010-თან შედარებით კი 114.3%-ით მეტი.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2011 წლის იანვარ-ივლისში სულ აჭარაში 670 ათას 127 ვიზიტორი იმყოფებოდა, ხოლო 2010 წლის იანვარ-ივლისში კი 419 ათას 868 ვიზიტორი.
2012 წლის იანვარ-ივლისში აჭარაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ 434 ათას 397 ვიზიტორი შეადგინა, რაც 2011 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 107.1%-ით მეტია. 2011 წლის იანვარ-ივლისში აჭარას 209 ათას 723 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა, ხოლო 2010 წელს კი 120 ათას 53 უცხოელი ვიზიტორი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2012 წლის 7 თვეში აჭარას ყველაზე დიდი რაოდენობით ტურქი ვიზიტორები სტუმრობდნენ, რომელთა რაოდენობამაც საანგარიშო პერიოდში 65 ათას 300 ვიზიტორი შეადგინა. რიცხობრივად უცხზოელ ვიზიტორთა რაოდენობაში თურქების მერე სომეხი ვიზიტორები ლიდერობენ, რომელთა რაოდენობამაც აჭარაში 7 თვეში 39 ათას 749 ვიზიტორი შეადგინა. სომხების მერე მოდიან ირანელი ვიზიტორები - 23 ათას 255 ვიზიტორი და აზერბაიჯანელი ვიზიტორები - 21 ათას 937 ვიზიტორი. ხოლო რაც შეეხება რუს ტურისტებს, იანვარი-ივლისის მონაცემებით აჭარას 13 ათას 596 ვიზიტორი სტუმრობდა, ანუ გასულ წელთან შედარებით ზრდა 399,9 %-ია. პროცენტულად კი ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება პოლონელ (1 483,8 %) და მოლდოველ (1 232,8 $) ვიზიტორების მხრივ.