ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 2012 წლის 31 ივლისს- 1 აგვისტოს, ბათუმში იმართება ტრეინინგი თემაზე: „დისკრიმინაციის დაუშვებლობა". ტრეინინგს დაესწრებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გურიისა და აჭარის რეგიონებიდან.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტით დაგეგმილი ტრეინინგების ციკლის ჩატარება განპირობებულია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მიერ საქართველოსთვის მომზადებული რეკომენდაციებით და ხორციელდება შს სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. ტრეინინგს გაუძღვებიან სახალხო დამცველის აპარატის ტოლერანტობის ცენტრისა და იუსტიციის სამინისტროს ექპერტები.