ფინეთში, ქალაქ სალოში მდებარე Nokia-ს საწარმო სექტემბერში წარმოებას წყვეტს.
ფინეთი Nokia-ს მშობლიურ ქვეყანად მიიჩნევა და კომპანიის შტაბბინა ქალაქ ესპოში მდებარეობს. წარმოების დახურვის შემდეგ, 780 ადამიანი უმუშევარი დარჩება.
თავად კომპანია Nokia კი გეგმავს, რომ განთავისუფლებულ ადამიანებს პროგრამული უზრუნველყოფის პროექტში მუშაობა შესთავაზოს.
წარმოების აღმოსავლეთ აზიაში გადატანის შესახებ განცხადება Nokia-მ ჯერ კიდევ თებერვალში გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ წელს უკვე დახურა კვლევითი ცენტრი გერმანიასა და კანადაში. აღნიშნული ზომების გატარების შემდგომ კომპანიას იმედი აქვს, რომ 2013 წელს 2 მლრდ დოლარს დაზოგავს.
2012 წელს კომპანიამ Nokia უკვე დაკარგა ტელეფონების მსოფლიო მწარმოებლის ლიდერის ტიტული და ის Samsung-ს დაუთმო.