ავსტრალიაში ადგილობრივმა პოლიციამ 500 მილიონი დოლარის ოდენობის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღო. სამართალდამცველების ინფორმაციით, ეს ყველაზე მსხვილი პარტიაა კონტინენტის ისტორიაში. ყველა ნარკოტიკი თიხის ქოთნებში იყო დამალული.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ჰონკონგის 4 და ავსტრალიის 3 მოქალაქე დააკავა.წინასწარი ინფორმაციით, ისინი ნარკოტიკის მთელ ქვეყანაში გავრცელებას და გაყიდვას გეგმავდნენ.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.