ხვალ, 1-ელ აგვისტოს, საქართველოს მთავრობის სხდომა ქუთაისში გაიმართება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო კანცელარიიდან აცნობეს, სხდომა ქუთაისში, მთავრობის სახლში, 12:00 საათზე დაიწყება.
ამ დროისთვის სხდომის დღის წესრიგი უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი კახეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოზე მოისმენს ანგარიშს. მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ ასევე სოციალურ და ეკონომიკური საკითხებზე.