საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა შოთა ნიჟარაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს მიერ ეროვნულ უმცირესობათა ენებზე ნათარგმნი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების რედაქტირებასა და დახვეწას.
საბჭო ასევე მოამზადებს რეკომენდაციებს და წინადადებებს ეროვნულ უმცირესობათა ენებზე ნათარგმნი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების საგნობრივი რედაქტირების თაობაზე.