საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, არჩევნებზე ყველაფერი ქართველ ხალხზე იქნება დამოკიდებული. აღნიშნულის შესახებ დიმიტროვმა საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ განახლებული საარჩევნო სიის არსებობა მისასალმებელია.
"კარგია, როცა ქვეყანაში განახლებული საარჩევნო სია არსებობს. ეს მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისითაც. მნიშვნელოვანია ისეთი სამუშაოს ჩატარაება, რომელიც გარანტი იქნება იმისა, რომ პროცესები უკეთ წარიმართოს, ვიდრე გასულ წლებში. ხალხს შეუძლია ირწმუნოს ამ შესაძლებლობის და გამოხატოს თავისი არჩევნის ნება. დემოკრატიული პრინციპები არ არის მხოლოდ არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა, დემოკრატიული პროცესები არის ის, რომ ხალხმა იცის, რომ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ამიტომ მივესალმები ყველა სახის საქმიანობას, რომელიც საზოგადოებას ამის განცდას მისცემს. სიფრთხილეა საჭირო ამ ყველაფრის შეფასებისთვის. თუ ხალხს ყოველთვის ეტყვი, ყველაფერი არის ცუდი და არასწორი, ამით ხაზს გადაუსვამ დემოკრატიულ პროცესებს. ხალხი თუ ამ ყველაფერს დაიჯერებს, ხმის მისაცემად აღარ მივა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან დიმიტროვმა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ "კარდაკარის" პირველადი მონაცემები წარმოადგინა.