პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ცესკო-ში განაცხადი შეიტანა.
"ქართული ოცნების" "ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი განაცხადით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიის თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ და პოლიტიკურმა მდივანმა სოზარ სუბარმა მიმართეს. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" კოალიციაში შემავალი პარტიებიდან ბოლო პოლიტიკური სუბიექტია, ვინც ცესკო-ს რეგისტრაციისთვის მიმართა. რაც შეეხება უშუალოდ კოალიციის რეგისტაციას, მასში შემავალი პარტიები ჯერ ცალ-ცალკე რეგისტრირდებიან, რის შემდეგაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ივანიშვილი - ქართული ოცნება" ერთ საარჩევნო ბლოკად დარეგისტრირდება.