ხვალ, 30 იანვარს სარეაბილიტაციო სამუსაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალომარაგება შეზღუდვით მიეწოდება.
კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი~ მოსახლეობას ატყობინებს, რომ 1200 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 30 იანვარის 11:00-დან 31 იანვრის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ხილიანისა (ჩიქოვანის) და მის მიმდებარე ქუჩებს, იყალთოს მთის ნაწილს, მელიქიშვილის ქუჩას, შარაშენიძის, ფასანაურის, ნიკოლაძის, ღამბაშიძისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, პეტრიაშვილის, ხორავას, ჯანაშიას, ანანურის, რჩეულიშვილის და მათ მიმდებარე ქუჩებს, გოგებაშვილის ქუჩასა და მის შესახვევებს
გუნიას ქუჩას და ზემო ვაკეს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ დროის აღნიშნულ მონაკვეთში სასმელ წყალს დაბალი წნევით მიიღებს მთაწმინდისა და სოლოლაკის მოსახლეობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ წყალსადენის ქსელების ექსპლუატაციის სამსახური ხვალ დილიდან შეუდგება.