"ქართული ოცნება" მთავარ ამოცანად საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მიიჩნევს, -
ამის შესახებ სტუდია ნიუგრუპის გადაცემა "ღია სტუდიაში" გია ხუხაშვილმა განაცხადა .
"ჩვენი მთავარი ამოცანაა პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სხვანაირად, ხალხის განწყობა ისედაც გასაგებია. ძალიან ღრმა სოფელშიც, სადაც ალტერნატიულ ინფორმაციას არ იღებენ, მათ იციან რომ ცვლილებები აუცილებელია", - აცხადებს ხუხაშვილი.
მისივე თქმით, შესაბამისად, მთავრი საზრუნავია, თუ როგორ მივიდეს პროცესები არჩევნებამდე ისე, რომ მხარეებს შორის არ მოხდეს დიდი დატაკება.
"ჩვენი მთავრი საფიქრალი არის, როგორ მივიდეთ არჩევნებამდე ისე, რომ არ მოხდეს დიდი დატაკება", - ცხადებს ხუხაშვილი.
გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ იმისათვის რომ ხელისუფლებამ არჩევნები არ გააყალბოს საარჩეევნო უბნებთან გათენებაც კი იქნება საჭირო.
ხუხაშვილი აცადებს, რომ ამის აუცილებლობა იქნება იმ ვარაუდიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ არა თუ არ ჩაყაროს ბიულეტენები, არამედ, პირდაპირ არ დაწეროს შედეგები.
"ვვარადობ, რომ ხელისუფლება აპირებს არა თუ ჩაყრას, არამედ პირდაპირ დაწერას. ეს არ უნდა დავუშვათ", - აცხადებს ხუხაშვილი.