თბილისის დამწვრობის ცენტრში თერმული დაზიანებებით 44 წლის მამაკაცი მოათავსეს. მას სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა დამწვრობა თევზაობისას მიიღი. იგი ანკესის წყალში გადაგდების დროს ელექტროსადენს გამოედო.
ამ ეტაპზე პაციენტი მკურნალობის კურსს რენიმაციულ განყოფილებაში გადის. ექიმების განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.