გაეროს ჰუმანირტარული მისიის ხელმძღვანელმა ვალერი ამოსმა განაცხადა, რომ სირიის კომერციული დედაქალაქი ალეოპო, სადაც სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის ბრძოლები მიმდინარეობს, ბოლო ორი დღის განმავლობაში 200 ათასმა მოსახლემ დატოვა.
ამოსმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ალეპოში, დამასკოსა და სხვა დიდი ქალაქებში ხელისუფლება ამბოხებულლების წინააღმდეგ მძიმე არტიილერიას იყენებს.
გაეროს ჰუმანირტარული მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უცნობია თუ რამდენი ადამიანია ბლოკირებული ალეპოში სადაც საკვეები პროდუქტებისა და სასმელი წყლის დეფიციტია.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მონაცემებით, სირიაში სამათავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დაპირისპირებისას, 16 თვის განმავლობაში, 10-დან 15 ათასამდე ადამიანია დაღუპული.