ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები მესტიის რაიონ სოფელ კალაში იმყოფებოდნენ, სადაც წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი მოილოცეს.
შეგახსენებთ რომ სვანეთში დილიდან კვირიკობას აღნიშნავენ. ეს ტრადიციული დღესასწაულია, რომელზეც ყოველი წლის 28 ივლისს სოფელ კალაში უამრავი ადამიანი იკრიბება. სპეციალურად ამ დღისთვის კალაში სვანეთის სხვადასხვა სოფლიდან ჩადიან.
გიორგი თარგამაძე, გიორგი ახველდიანი და ლევან ვეფხვაძე უშგულშიც იმყოფებოდნენ სადაც ლამარიას მამათა მონასტერი მოინახულეს და ადგილობრივ ბერებს გაესაუბრნენ. მოძრაობის ლიდერები მონასტერში მიმდიანრე სარესტავრაციო სამუშაოებსაც გააეცნენ.Gგიორგი თარგამაძეს განცხადებით დღეს ყველა მორწმუნე ოჯახისათვის განსაკუთრებული დღეა რადგან წმინდა კვირიკესა და ივლიტას ოჯახურ ბედნიერებასა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებას შესთხოვენ.
„მიდნა ყველას მიულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო საუკეთესო სურვილები. იმას რასაც გვასწავლის უფალი, თავისუფლება ყოფილიყოს ამ ქვეყანაში მთავარი ღირებულება. დღეს არის დღე, როდესაც ამდენი ქართველი ერთად არის შეკრებილი ერთად ლოცულობს , იმედი აქვს უფლის და აქედან მიაქვს მისი წილი სითბო და სიყვარული თავიანთ ოჯახებში, ქალაქებსა თუ სოფლებში რაც მთლიანობაში აძლიერებს ჩვენს ქვეყანას” განაცხადა გიორგი თრაგამაძემ
მასალის გამოყენების პირობები