აქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კაპრალ გივი ფანცულაიას დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
"საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ გივი ფანცულაიას დაღუპვის გამო, რომელიც ავღანეთში მოწინააღმდეგის მიერ ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და თანაუგრძნობს მის ახლობლებსა და თანამებრძოლებს", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში, რომელიც პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაჭრილი, ქართველი ჯარისკაცი, გივი ფანცულაია გარდაიცვალა.
კაპრალი ფანცულაია 6 იანვარს, თალიბების თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა. მასთან ერთად დაიჭრა და შემთხვევის ადგილზე დაიღუპა კაპრალი შალვა ფაილოძე. კაპრალი ფანცულაია მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.