შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ივეტა მაკარიძე დააკავეს.
აღნიშნული პიროვნება 2012 წლის თებერვლიდან ახორციელებდა ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობას შპს ,,ნიკა"-ს და ი.მ. ,,ივეტა მაკარიძე"-ს სახელით თბილისსა და ქ. რუსთავში მდებარე აფთიაქებში, რეალიზაციას უწევდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპულ, არარეგისტრირებულ და სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილ მედიკამენტებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით.