23-24 აპრილს "ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი" სანკტ-პეტერბურგში საერთაშორისო ფორუმს მართავს. ამის შესახებ "კონგრესის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე ებრალიძემ სასტუმრო "ამბასადორში" ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.
ებრალიძე ვიდეოკონფერენციაში სანკტ-პეტერბურგიდან ჩაერთო.
მისი თქმით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზების, ოსების, ბერძნებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.
"ამ ფორუმის თემა იქნება - როგორ გადარჩეს და განმთლიანდეს საქართველო, როგორ აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა", _ განაცხადა ებრალიძემ ვიდეოკონფერენციის დროს.