ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებით წარმოდგენილი კომპანია "ტექნო ბუმი" ზაფხულის სეზონზე ერთგულ მომხმარებელს კიდევ ერთი სიურპრიზს სთავაზობს. კომპანიის ინფორმაციით, ფასდაკლების აქცია ამჯერად "FUJIFILM" -ის ფოტოაპარატებზე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ბრენდის უახლესი მოდელის ციფრული ფოტოაპარატების შეძენა 50 ლარიანი ფასდაკლებით, 169 ლარად შეგიძლიათ.
მენეჯმენტში განმარტავენ, რომ "FUJIFILM"-ი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ზაფხულის მხიარული დღეები "FUJIFILM" უახლესი მოდელის ციფრული ფოტოაპარატით აღბეჭდოს და მიიღოს მაქსიმუმი მხოლოდ "ტექნო ბუმში". გარდა ამისა, თითოეულ თქვენგანს საშუალება აქვს, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ "ტექნო ბუმის" მაღაზიებში ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანით ისარგებლოს. მათ შორისაა სეზონის ყველაზე აქტუალური ტექნიკა: ჰაერის წყლით გამაგრილებლები, კონდიციონერები, ვენტილატორები, მაცივრები და სხვა სახის გრილი ტექნიკა. კომპანიის ინფორმაციით, მსოფლიო ბრენდების უახლესი მოდელების შეძენა ყველა კლიენტს აქ ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით შეუძლია.
შეგახსენებთ, ქართულ ბაზარზე დაბალი ფასის გარანტია, როგორც ინოვაციური შეთავაზება, სწორედ "ტექნო ბუმმა" დანერგა, რომლის თანახმადაც, კომპანიაში ტექნიკის შეძენის შემდეგ, თუ მომხმარებელი ერთი თვის მანძილზე სხვა ქსელში უფრო დაბალ ფასს აღმოაჩენს, "ტექნო ბუმი" მას ფასის სხვაობას დაუბრუნებს.
"ტექნო ბუმი" ქართულ ბაზარზე 2 წელია მოქმედებს და თბილისის გარდა, ბათუმში, გორში, ზესტაფონსა და ქუთაისშია წარმოდგენილი.