კუბა აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. შესაბამისი განცხადება კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ განაცხადა.
გუანტანამოს პროვინციაში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას კასტრომ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა ესაუბროს აშშ-ს, მაგრამ ეს უნდა იყოს თანაბართა დიალოგი.
მან ასევე აღნიშნა, რომ კუბა მზადაა აშშ-სთან განიხილოს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხიც, თუ თავის მხრივ ვაშინგტონი მზადაა დისკუსიისთვის.
შეგახსენეთ, რომ აშშ-სა და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 50 წლის წინ შეწყდა.