ბათუმი ნახიჭევანში წარმოებული პროდუქციის გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე ნახიჭევანში წარმოებული ავტომობილები, საკვები პროდუქტი, ავეჯი და სამშენებლო მასალებია წარმოდგენილი.
გამოფენას აჭარის მთავრობის წევრები, ასევე ბათუმისა და ქალაქ ნახიჭევანის მერები ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ორ ქალაქს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.
დღესვე ბათუმში ავეჯის მაღაზია "ბელისა" გაიხნა, სადაც ნახიჭევანში დამზადებული ავეჯია წარმოდგენილი.