სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ალექსანდრე ებრალიძის მიერ დაწესებულ დავით აღმაშენებლის ისტორიულ-ლიტერატურულ პრემიაზე კონკუსრი დასრულებულია.
ალექსანდრე ებრალიძის მიერ დაწესებულ საპრიზო თანხას სამი ქართველი მწერალი გაინაწილებს. ესენი არიან: ნოდარ წულეისკირი, რევაზ ამაშუკელი და ელიზბარ ჯაველიძე.
ამას გარდა, ამ ლიტერატურულ კონკურსს ჰყავს კიდევ ცხრა ნომინანტი, I, II, III ადგილებზე გასულები მიიღებენ 20-20 ათას ლარს, ხოლო დანარჩენი ნომინანტები მიიღებენ 5-5 ათას ლარს.
ბევრმა ქართველმა მწერალმა ამ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღო და მიზეზად დააახელეს ის, რომ ებრალიძე არის მართული კრემლიდან და თანხის დარიგებით მას ქართული საზოგადოების მოსყიდვის მცდელობა ჰქონდა.