წყნეთში, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით ერთდროულად 37 ადამიანი დაინფიცირდა.
მათ გრიპის სიმპტომები ორგანიზაცია "მესხთა კავშირის" სემინარზე გამოუვლინდათ. წინასწარი ინფორმაციით, დაავადებულებს ახალი ტიპის ვირუსით დაინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი.
დაავადებულებს ვირუსზე ლაბორატორიული შემოწმება უკვე ჩაუტარდათ, რომლის პასუხიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის კი, 37 დაინფიცირებულთაგან ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი რჩება, დანარჩენები მკურნალობის კურსს სახლის პირობებში გადიან.
დაავადებულთა უმრავლესობა ახალციხიდან და ქვემო ქართლიდანაა.