სალომე ზურაბიშვილმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" კომენტარი გააკეთა, ხელისუფლების მიერ დაქირავებულ ლობისტებზე:
„ როცა კახეთის დაზარალებულ გლეხებისათვის ხელისუფლება მეტად მცირე თანხებს იმეტებს, ნიშანდობლივია რომ ხელი მოეწერა ახალ პრ-ისტულ კონტრაქტებს, კერძოდ PRIME POLICY GOUP თან 6-თვიანი კონტრაქტი დაიდო, რომელიც აღემატება 150 000 დოლარს და მეორე GEPHARD GOVERNMENT AFFAIRS ჯგუფთან 180 000 დოლარის ოდენობით. ჯამში ამ წლის დანახარჯი ბიუჯეტიდან ლობისტურ ფირმებზე აღემატება 1.56 მილიონ დოლარს ოფიციალური მონაცემებით (ამერიკაში კანონი აიძულებს ლობისტურ ფირმებს რომ მათი შემოსავალი უცხო სახელმწიფოებიდან გაცხადებული და საჯარო იყოს) ამ თანხაში არ ითვლება ევროპაში ასევე დახარჯული თანხები სააკაშვილის პრ-ზე.
უფრო საინტერესოა კიდევ ოფიციალური გამოცხადებული მიზანი ამ ლობიისტების. ლობირება მიზნად ისახავს ჩვენ ნატოში გაწევრიანების მხარის დჭერას?! საკითხი, რომელიც ყველამ იცის დიდი ხნით გადავადებულია ლობისტების აქტიურობის მიუხედავად. ნათელია, რომ ეს ფარია იმ ლობისტურ აქტიურობისთვის, რომელსაც ჰქვია სააკაშვილის პირადი იმიჯის გადარჩენა და ოპოზიციის გაშავება ამ საარჩევნო პერიოდში. დროა ალბათ დაისვას კითხვა საჯაროდ და კახელებს გაეცნოთ სად არის ამ ხელისუფლების პრიორიტეტები. დროა ეს საკითხი ოფიციალურად აღიძრას პარლამენტში და უცხო პარტნიოერბთან. დროა პასუხი გაეცეს უცხო პრესაში დაბეჭდილ სტატიებს ( სწორედ ამ ლობისტების მიერ შედგენილი) რომელბიც ივანიშვილს ადანაშაულებენ პრ- ზე "თავის"ფულის ხარჯვაში მაგრამ სიტყვას არ ამბობდენ იმ თანხებზე რაც ჩვენი ბიუჯეტიდან იხარჯება უკვე რამდენიმე წელია არა საქართველოს სიკეთისათვის, არამედ სააკაშვილს პირად პოლიტიკურ დაცვისათვის , რაც ცხადია ყოველდღიურად უფრო ძნელი ხდება და უფრო და უფრო დიდ თანხებს მოითხოვს."