26 ივლისს, 14:00 საათზე, აგრარული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, საშემოდგომო მობილობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე მოეწყობა.
სხვადასხვა აკრედიტებული სასწავლებლების სტუდენტებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ თანამედროვე ლაბორატორიები და გაეცნონ უნივერსიტეტის გარემოს.
ფაკულტეტების დეკანები და ადმინისტაციის წარმომადგენლები სტუდენტებს, მობილობასთან დაკავშირებით, კონსულტაციებს გაუწევენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.