"კვლევამ დაგვანახა, რომ შემდგომი პარლამენტი სამ პოლიტიკურ სუბიექტისაგან შემდგარი იქნება", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა IRI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის მმართველი გუნდის მუშაობის პრინციპი მისაღებია.
,,სხვა და სხვა ავტორიტეტულ კვლევის შედეგებს შორის ვფიქრობ, დიდი განსხვავება არ არის. კვლევის მიხედვით, პირველ ადგილზეა ,,ნაციონალური მოძრაობა" რომელსაც მნიშვნელოვანი სხვაობა აქვს მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალასთან შედარებით", _ განაცხადა წიკლაურმა და აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის ,,ნაციონალური მოძრაობის" მუშაობა მისაღებია
"კვლევამ დაგვანახა, რომ შემდგომი პარლამენტი სამ პოლიტიკურ სუბიექტისაგან შემდგარი იქნება. როგორც ჩანს, ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოქვეყნებული საპროგრამო დებულებები, კურსი, ჩვენი ოთხწლიანი მუშაობა საზოგადოებისთვის მისაღებია", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნუგზარ წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ,,ნაციონალური მოძრაობ" 43% ლიდერობს, ,,ქართულ ოცნებას" მხარდამჭერთა 24%, ხოლო ,,ქდმ"-ს 7% უჭერს მხარს. ამასთან IRI -ის კვლევის შედეგები ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა.