ბოლო პერიოდის განმავლობაში მზით დამწვრობის შემთხვევებმა 10%-ით მოიმატა.
ამ ეტაპზე თბილისის დამწვრობის ცენტრში ლეღვის ნახარშით რუჯის მიღების გამო დამწვრობის ცენტრში მკურნალობის კურსს ორი პაციენტი გადის. განსაკუთრებით მძიმეა 49 წლის ქალბატონის მდგომარეობა. ის მკურნალობის კურსს რეანიმაციაში გადის.
ექიმების განცხადებით, მზით დამწვრობის შემთხვევებმა 10%-ით მოიმატა. სპეციალისტები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ლეღვის ნახარში და შუადღის მზე ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
,,განსაკუთრებით იმატა მზით დამწვრობის შემთხვევებმა. მომართვიანობა 10%-ით მომატებულია. ლეღვის ფოთლების ნახარშისგან განსაკუთრებული რუჯის მიღება შეუძლებელია. თუმცა სამწუხაროდ, ამ მიმართულებით 10 პაციენტი გვყავდა, რომელსაც სტაციონალური მკურნალობა დასჭირდა", _ განაცხადა თბილისის დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ.