გრენლანდიაში ყინულოვანი საფარი ივლისში უფრო მასშტაბურად დადნა, ვიდრე ეს ჩვეულებრივად ხდება ხოლმე ამ რეგიონში, - იტყობიინება აშშ-ის კოსმოსური სააგენტო (NASA).
ყინულის დნობის ასეთი ხარისხი თანამგზავრიდან დაკვირვების ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
ყინული გალღვა გრენლანდიის ყველაზე მაღალ და ცივ რაიონში, სადაც განლაგებულია კვლევითი სადგური "სამმიტი".
ყინულის ის ოდენობა, რომელიც ლღვება ყინულის საფარის 97%-ს შეადგენს და მხოლოდ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ლღობის ფართობი ორჯერაა გაზრრდილი.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ზაფხულობით გრენლანდიის ყინულოვანი საფარის თითქმის ნახევარი დნება, მგრამ ამჟამად საგანგაშოდ გამოიყურება როგორც მასშტაბები ასევე დნობის სიჩქარე. წლევანდელ მოვლენას მეცნიერებმა უკვეე უწოდეს - "საგანგაშო".
ჯერ-ჯერობით ვერ დგინდება რა შეიძლება იყოს ყინულის ასეთი სწრაფი დნობის მიზეზი. თუმცა მეცნიერები ყურადღებას მიაპყრობენ იმ გარემოებას, რომ გამღვალი წყალი უკვე ნელ-ნელა მყარ მდგომარეობაში გადასვლასაც იწყებს.