"სირიის შეიარაღებული ოპოზიცია საკუთარ კონტროლს უქვემდებარებს სულ უფრო მეტ ტერიტორიას, რაც შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას "უსაფრთხოების ზონები", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.
კლინტონის განცხადებით, აშშ-მა გაზარდა თავისი ძალისხმევა სირიის ოპოზიციის დასახმარებლად და გეგმავს სირიაში ხელისუფლების გადაცემას.
ამავე დროს კლინტონმა აღიშნა, რომ პრეზიდენტ ბასარ ასადისთვის "ჯერაც არ არის გვიანი" თავად დაიწყოს გარდამაავალი პროცესი.
შეგახსენებთ, რომ სირიაში მიმდინარე 16-თვიანი დაპირისპირებიის შედეგად სხვადასხვა მონაცემებით, 10-დან 15 ათას ადამიანამდეა დაღუპული.