რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო სირიას ქიმიური იარაღის გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სირიის ოფიციალური პირის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ გაკეთებული განცხადებიდან, 24 საათის შემდეგ იუწყება, რომ მოსკოვში ამ განცხადებას "ყურადღება მიაპყრეს".
მოსკოვი საკუთარ განცხადებაში დამასკოს შეახსენებს, რომ სირია 1968 წელს შეუერთდა 1925 წლის ჟენევის კონვენციას, რომელის კრძალავს სამხედრო მოქმედებების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას.