საბერძნეთში ბოლო დროის ყველაზე დიდი ე.წ. ქურდული შეკრება დასრულდა. ამ შეკრების ინიციატორები ძმები გელა და გიზო ქარდავები იყვნენ, რომლებსაც ივნისში ლისაბონში ჩატარებული თბილისელი კრიტიკულად განწყობილი ე.წ. ქურდების ანალოგიური შეკრების შემდეგ მოკავშირეთა მხარდაჭერა დასჭირდათ.
მოლოდინების მიუხედავად, საბერძნეთში ჩატარებული ე.წ. ქურდული შეკრება მაინც ვერ გახდა ორი დაპირისპირებული ე.წ. ქურდული კლანის წარმომადგენელთა დისკუსიის ადგილი, ვინაიდან შეკრებილ "დელეგატთა" უმრავლესობა "დედ ჰასანის" ბანაკის წარმომადგენელი აღმოჩნდა.
სულ საბერძნეთში 30-მდე ე.წ. კანონიერი ქურდი იყო ჩასული. იქ არ ჩასულან არც ქუთაისელი ე.წ. ქურდები და არც თბილისელი ე.წ. ქურდები, რომლებმაც ძმები ქარდავები ასე შეაშინეს.
"გარდა "გელას" საკითხისა, დღის წესრიგში ასევე იდგა ბადრი კოღუაშვილის საქმეც. მის საქმესთან დაკავშირებით, არავითარი ახალი გადაწყვეტილება არ გამოუტანიათ: განაჩენი ძალაში დარჩა - მისთვის მიკუთვნებული "ცუდი სტატუსი" არ გაუქმებულა.
საბერძნეთში ჩატარებულ შეკრებაზე ახალი ე.წ. კანონიერ ქურდად, ზედმეტსახელად ვინმე "ონიკი" აკურთხეს", - წერს რუსული მედია.